20 აპრილი 2024,   05:51
ვრცლად
ვინ გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი - შედეგები ხვალ გახდება ცნობილი

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის, საარჩევნო შტაბი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე საარჩევნო აგიტაციის დასრულებამდე 4 საათით ადრე გახდა. კიბერშეტევის შედეგად ინტერნეტით 9 გიგაბაიტის მოცულობის მასალა გავრცელდა, მათ შორის მაკრონის გარემოცვის ელექტრონული მიმოწერა, ფინანსური დოკუმენტაცია და ფოტოები.

სიჩუმის დღეს დაწესებული აკრძალვებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ხელისუფლებამ მედიას მოუწოდა, არ გამოაქვეყნონ ჰაკერების მიერ მოპოვებული მასალები.

მოძრაობის წინ დამფუძნებელმა საარჩევნო კამპანია ქალაქ როდეში დაასრულა. 39 წლის ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ემანუელ მაკრონის კონკურენტმა მარინ ლე პენმა კი აგიტაციის ბოლო დღე კონკურენტის კრიტიკისთვის გამოიყენა.

არჩევნების მეორე ტურამდე ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ემანუელ მაკრონი თავის მეტოქეს რეიტინგში 20%-ით უსწრებს.

ვინ უხელმძღვანელებს საფრანგეთს მომავალი 5 წლის განმავლობაში, ხვალ საღამოსვე გახდება ცნობილი, საკონსტიტუციო საბჭო კი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს 11 მაისს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები