18 აპრილი 2024,   22:04
ვრცლად
მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, ეს სხვაგვარად დარეგულირდებოდა - ნინო ბურჯანაძე "ღამის მგლებზე"

„მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, ეს სხვაგვარად დარეგულირდებოდა,“ - ასე აფასებს დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, ღამის მგლების შემოსვლის აკრძალვას.

მისი თქმით, უხერხულობის აცილებას შეეცდებოდა ისე, რომ უკმაყოფილო მხარე არ იქნებოდა.

„დარეგულირდებოდა აბსოლუტურად განსხვავებულად. ან ის იქნებოდა დალაგებული სიტუაცია, რომ 9 მაისის აღნიშვნა პრობლემას არ შექმნიდა და ყველასთვის გასაგები იქნებოდა, რომ ეს არის საერთო დღესასწაული, ან საერთოდ წინასწარ იქნებოდა მოლაპარაკება, რომ საერთოდ არ შექმნილიყო ეს უხერხულობა, სტუმრის საზღვრიდან გაბრუნებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას "ურა პატრიოტიზმის" დავიწყებისკენ მოუწოდებს და რუსეთთან დიალოგის დაწყვებას ემხრობა.

დღის ამბები