20 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
ვისაც არ ახსოვს საბჭოთა კავშირი, შეიძლება წარმოედგინათ, რა ხდებოდა მაშინ - რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე

„ხელისუფლებას უნდოდა კომისიის ფარგლებში ჩაეთრია მაქსიმალურად დიდი რაოდენობის საპარლამენტო ფრაქციები, წონადი არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა საზოგადოებისთვის შეექმნა საერთო სახალხო განხილვის ილუზია,“ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც ნაციონალურმა მოძრაობამ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვებში ჩართვაზე უარი განაცხადა.

„თუ რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას, ეს გამოჩნდა დღეს რაჭაში, გუშინ ქუთაისში. ვხვდებოდით რა სცენარით წარიმართებოდა სახალხო განხილვა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისას შეხვედრაზე მყოფთა შეკითხვები წინასწარ შეთანხმებული იყო. მან დარბაზში შეკრებილებს "მგოსნები" უწოდა. 

„აუდიტორია არის მომზადებული. ეს არის ტიპური საბჭოთა კავშირის დროინდელი სურათი. ახალგაზრდებს, ვისაც არ ახსოვს საბჭოთა კავშირი, შეიძლება წარმოედგინათ, თუ რა ხდებოდა მაშინ,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის აზრით, სახალხო განხილვებისას ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა ისმოდა.

„მიზანი იყო, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის განქიქება, არა მარტო ნაციონალური მოძრაობის,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ. 

რომან გოცირიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა შედეგზეა ორიენტირებული.

"ჩვენ ვმონაწილეობთ იქ, სადაც შედეგი მიიღება, ჩვენ არ ვმონაწილეობთ იქ, სადაც არის უშედეგობა,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები