19 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
ინციდენტი სან-დიეგოს სკოლის ტერიტორიაზე - 15 წლის მოზარდი სამართალდამცველების ტყვიას ემსხვერპლა

ამერიკელმა პოლიციელებმა 15 წლის მოზარდს ესროლეს, რომელიც პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული. შემთხვევა სან-დიეგოს სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. სამართალდამცველები სკოლის ავტოსადგომზე გამოძახებაზე მივიდნენ და მოზარდი შენიშნეს, რომელმაც მათ იარაღი დაუმიზნა. მოზარდი არ დაემორჩილა ძალოვანების თხოვნას იარაღის დაყრის შესახებ და პოლიციელებისკენ გაემართა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს. ადგილზე მისულმა ექიმებმა 15 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიცია სკოლაში თავად მოკლულმა გამოიძახა, თუმცა მისი მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები