25 აპრილი 2024,   11:46
ვრცლად
სოფელ ქვახვრელში 50 წლის მამაკაცი მოკლეს

50 წლის მამაკაცი მოკლეს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში. ოჯახის წევრების თქმით, ის ნასვამი ახალგაზრდების ჩხუბს ემსხვერპლა. როგორც ყვებიან, თანასოფლელები ერთად ქეიფოდნენ, რა დროსაც მეგობრები შეკამათდნენ მალხაზ სადაღაშვილი კი გაშველებას შეეცადა, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწროდა ერთ-ერთი ახალგაზრდა.

მან თანასოფლელი მამაკაცი სასტიკაც სცემა და თავში ქვა ჩაარტყა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდას ადგილიდან მიმალვა და დანაშაულის დამალვა არ უცდია, თუმცა დაკავების დროს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მოკლული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, თუმცა ოჯახის წევრები მომხდარს არ უკავშირებს მის წარსულ საქმიანობას.

დღის ამბები