19 აპრილი 2024,   22:36
ვრცლად
ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ყულარის თემში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კაშამკარაევი საქართველოს და ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეებს დახმარებას დაჰპირდა 50 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილწარმოშობის ცნობის დამზადებაში, სადაც მითითებული იქნებოდა ყალბი მონაცემები.

უწყების ცნობით, დახმარების სანაცვლოდ კაშამ კარაევმა ქრთამის სახით მოითხოვა 5500 ლარი, საიდანაც 500 ლარი წინასწარ აიღო, ხოლო 5000 ლარი ცნობის გადაცემის დროს.

კაშამ კარაევი თანხის გადაცემის დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 5000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები