25 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის 5 სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის 5 სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება სოფელ ახაშენსა და მუკუზანში. ადგილობრივები ყვებიან, რომ სტიქია 15 -20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ფრინველი, დაზიანდა ვენახები და ბაღჩეული კულტურა.

დაზარალებულების თქმით, მოუწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, რის გამოც მოსული წვიმა არხებში ვეღარ დაეტია. მოსახლეობის თქმითვე, მათთვის უცნობია, ამოქმედდა თუ არა რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შემსწავლელი კომისია დღის განმავლობაში იმუშავებს.

დღის ამბები