25 სექტემბერი 2020,   20:03
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" სურს ერთპარტიული დიქტატურის დამყარება - "თავისუფალი დემოკრატიები" პლებისციტის ინიციატივას შეუერთდნენ

თავისუფალი დემოკრატები უერთდებიან ევროპული საქართველოს ინიციატივას, პლებისციტის ჩატარებაზე და პარტიამ მოთხოვნის დოკუმენტზე ხელი უკვე მოაწერა. პარტიის გამგეობის წევრებმა თავიანთი თანხმობა ღიად განაცხადეს. ევროპული საქართველო პლებისციტს პრეზიდენტის არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ითხოვს.

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმებზე საზოგადოების აზრის გამოკითხვისკენ მოუწოდებს.

ქართულ ოცნებას სურს ერთპარტიული დიქტატურის დამყარება, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა. სურს, რომ გააუქმოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, რითაც მოსახლეობას ართმევს პრეზიდენტის არჩევის უფლებას,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელ მდივანს, ლევან სამუშიას არ აქვს იმედი, რომ ქართული ოცნება მოსახლეობას მოუსმენს.

„ეს კონსტიტუციური პროექტი არ არის საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, მას ქართული ოცნების კონსტიტუციის პროექტი შეიძლება ეწოდოს... ჩვენ ვთავაზობთ სამართლიან გამოსავალს ამ შემთხვევაში და ვუერთდებით პლებისციტის მოთხოვნას,“ - აცხადებს ლევან სამუშია. 

დღის ამბები