25 აპრილი 2024,   04:33
ვრცლად
ოზურგეთის რაიონში, მდინარე ბჟუჟში რუსეთის მოქალაქე დაიხრჩო

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაშავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.

მდინარე ბჟუჟში ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილი 28 წლის რუსეთის მოქალაქეა.

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ნავის გადაბრუნება გახდა, რის შედეგადაც ტურისტმა თავის ტრავმა მიიღო. ის ადგილზევე გარდაიცვალა. დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექსტრემალური სპორტის მოყვარული რუსი ტურისტები კაია-კინგის ჩემპიონატში აპირებდნენ მონაწილეობას, თუმცა მათ ჩამოსვლა დააგვიანდათ, რადგან ჩემპიონატი გასულ შაბათს დასრულდა.

დღეს დილით მათ ორადგილიანი ნავით მოისურვეს მდინარეში შესვლა, ადიდებულმა მდინარემ კი ნავი გაიტაცა და ლოდს დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება ს115-ე მუხლით არის დაწყებული.

ფოტო:არქივი

დღის ამბები