25 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
ენმ-ის წარმომადგენელი ზუგდიდის გამგეობას და მერიას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზუგდიდის გამგეობას და მერიას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ლევან თორიამ ერთი წელის ხარჯები გაასაჯაროვა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მილიონ 680 ათას ლარი მანქანების შეკეთებაზე დაიხარჯა.

„ეს ხელისუფლება ასოცირდება ხალხის ფულის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებასთან. ამ შემთხვევაში არც ადგილობრივი ხელისუფლებაა გამონაკლისი,“ - აღნიშნა ლევან თორიამ.

ლევან თორიას ბრალდებებს ადრესატებმა უპასუხეს, სადაც აცხადებენ, რომ ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ ხარჯები შეესაბამება იმ ციფრებს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ასახელებს.

დღის ამბები