24 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
"მარტო ტაშის დასაკვრელად რომ მოგყავთ ხალხი, სირცხვილია, სირცხვილი!" - ხმაური საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა ბათუმში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის კამათი პარტიების დაფინანსების წესისა და საარჩევნო ბლოკების თემის განხილვას მოჰყვა.

„ბლოკების გაუქმება გინდათ და ბარიერის არდაწევა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პარტიების განადგურება. ეს არის შიში იმის, რომ შეიქმნება ახალი კოალიცია და თქვენ დაგამარცხებთ. მთელი ქვეყანა არის წინააღმდეგი ამ ცვლილებების და ეს იცით თქვენ კარგად და მარტო. ტაშის დასაკვრელად რომ მოგყავთ ხალხი, სირცხვილია, სირცხვილი!“ - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.

დღის ამბები