ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის დროს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წარმომადგენლები ფიქტიური პარტიის ქონაში დაადანაშაულეს.
„თქვენ გაქვთ 1 პოლიტიკური პარტია და დაფინანსებას იღებს თქვენი 2 პარტია, ამაშია საქმე, რომელთაგან 1 არის ფიქტიური. ხალხო, ფიქტიური პარტია იღებს თქვენს 1 მილიონ ლარს წელიწადში, მოგწონთ ეს? არ მოსწონს ხალხს და თქვენ ამის დატოვება გინდათ. ფიქტიური პარტიებით მილიონების მითვისება დამთავრდება,“ - განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის კამათი პარტიების დაფინანსების წესისა და საარჩევნო ბლოკების თემაზე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.