24 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიულით და გვინდა აქეთ გავექანოთ ყველა ერთად - ირაკლი კობახიძე

ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა მოქალაქეების აქტიურობის ფონზე მიმდინარეობდა. დამსწრე საზოგადოებას მმართველ გუნდთან შეკითხვები საკონსტიტუციო ცვლილებაზე, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესზე ჰქონდა.

„არცერთი არჩევნები არ ჩატარებულა, რომელსაც არ დაუტოვებია ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთმა არჩეულმა ადამიანებმა უნდა დაგვინიშნონ პრეზიდენტი? საით მივექანებით, ბატონო ირაკლი?“ - განაცხადა განხილვის ერთ-ერთმა დამსწრემ.

ამ შეკითხვაზე კი პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეს უპასუხა, რომ ქვეყანა დემოკრატიისკენ მიექანება.

„გავექანეთ ჩვენ 2012 წელს იქითკენ, რომ 24 500 პატიმრის მაგივრად დღეს გვყავს 9 500 პატიმარი, ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიულით და გვინდა აქეთ გავექანოთ ყველა ერთად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები