19 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

შეხვედრა ოვალურ კაბინეტში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან საუბრის შემდეგ გაიმართა, რომელზეც მხარეებმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.

 

 

დღის ამბები