18 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
მაკრონის პრეზიდენტობის პირველი დღე - ახლადარჩეული ლიდერის პირველი ოფიციალური ღონისძიება ფრანსუა ოლანდთან ერთად გაიმართა

დღეს საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას და ევროპის დღეს აღნიშნავენ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს ქვეყანში რამდენიმე მანიფესტაციაც გაიმართა, თუმცა ფრანგების უმრავლესობა საკუთარი არჩევანით კმაყოფილია და არჩეული პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან სოციალური რეფორმების გატარებას ელოდებიან.

მაკრონმა დღეს მოქმედ პრეზიდენტთან ერთად, ტრიუმფალურ თაღთან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივი მიაგო.

„ემანუელ მაკრონი ჩემი კადრი არ არის, ის ფრანგმა ხალხმა აირჩია. ის იყო მინისტრი, მაგრამ დატოვა თანამდებობა და ხალხს შესთავაზა სამსახური. ახლა ემანუელ მაკრონი პრეზიდენტია. მან თავისით შეძლო ხალხის გაერთიანება და მინდა წარმატება ვუსურვო. ორშაბათიდან მე ვიქნები რიგითი მოქალაქე, თუმცა მზად ვარ სურვილის შემთხვევაში ახალ პრეზიდენტს რჩევები მივცე,” - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საფრანგეთის ახალარჩეულ ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ემანუელ მაკრონი პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა. კვირას კი ის ოფიციალურად შეუდგება ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. მაკრონის ინაუგურაცია 14 მაისს გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები