საკონსტიტუციო ცვლილებებზე საზოგადოების პოზიციის დაფიქსირებას თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელებიც იზიარებენ. პარალელურად გრძელდება ხელმოწერების შეგროვება, სადაც მოსახლეობა საკუთარ მხარდაჭერას გამოხატავს პლებისციტის დანიშვნაზე.
თავისუფალი დემოკრატები ქართულ ოცნებას ქვეყნის მთავარი კანონის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებენ. ევროპული საქართველო პლებისციტის დანიშვნას ორ საკითხზე: პრეზიდენტის არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ითხოვს.
პლებისციტის ჩატარების მოთხოვნაზე რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერაში, განსხვავებული შინაარსი დაინახეს მმართველ პარტიაში. ქართულ ოცნებაში ევროპული საქართველოს ინიციატივას, საერთო სახალხო განხილვების პარალელურ პროცესად აღიქვამენ.
საზოგადოებრივი აზრის გასაგებად ნებისმიერ სამოქალაქო აქტივობას მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობაში.
პლებისციტის ჩატარებისთვის ევროპული საქართველოს სამოქალაქო აქტივობას მაისის ბოლომდე გააგრძელებს, მათ შორის პარტია კარდაკარის ფარგლებში ხელმოწერებს შეაგროვებს და პრემიერმინისტრს წარუდგენს.