იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ორი მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხის განხილვა შოთა გეწაძის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზით გადაიდო. იუსტიციის საბჭო განხილვას უახლოეს სხდომებზე დაუბრუნდება, მანამდე საბჭოს წევრები დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.
ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესება საბჭოს შენობასთან სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
მაია სულხანიშვილისა და ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას მხარს საბჭოს თითქმის სრული შემადგენლობა უჭერს. მთავარი არგუმენტი ახალი საკანონმდებლო რეგულაციას ასახელებენ, რასაც მესამე სექტორი არ იზიარებს.
მმართველი გუნდის წევრები კი მათ მიერ განხილული და დამტკიცებული ნორმების განმარტებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ საბჭოს საქმიანობაში ვერ ჩაერევიან.
უზენაესი სასამართლოს ორი ყოფილი მოსამართლის - მაია სულხანიშვილისა და ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის საკითხს, უკვე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად, იუსტიციის საბჭო კენჭს უახლოეს სხდომებზე უყრის.