18 აპრილი 2024,   15:02
ვრცლად
გიორგი კვირიკაშილის პირველი შეხვედრა შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი შეხვედრა შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან- გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება თუმცა, ცოტა ხნის წინ გიორგი იგი დონალდ ტრამპსაც ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა დონალდ ტრამპის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. 

"მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში,"-აცხადებს კვირიკაშვილი,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ამერიკის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან მოლაპარაკებები. შეხვედრები გაიმართება სენატში, ასევე შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან.

პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძესთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრების განცხადებით, ამ ვიზიტს უკიდურესად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან შეხვედრებზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილება, მით უმეტეს, რომ ვიზიტი მას შემდეგ ხორციელდება, რაც ამერიკის ადმინისტრაციამ ფედერალურ კანონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ მუხლები შეიტანა.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

დღის ამბები