19 აპრილი 2024,   20:03
ვრცლად
ხალხის აზრი უფრო საღი არაა, ვიდრე 150 კაცის? - ზუგდიდის მოსახლეობა პრეზიდენტის არჩევის წესზე

„ხალხის აზრი უფრო საღი არაა, ვიდრე 150 კაცის?“- ასე აფასებენ ზუგდიდში მცხოვრებლები პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მიმდინარე ცვლილებებს.  

ზუგდიდში რუსთავი2-ის კამერაში მოხვედრილი მოსახლეობა პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას პირდაპირი არჩევის მომხრეა.

„პარლამენტი თავის კაცს აირჩევს, ხალხი რას აირჩევს ისაა მთავარი“, „არ ეკითხებიან გარედან მაყურებელს, პუბლიკას, რა ხდება, შენ როგორ ხედავ ამას?" - ადგილობრივები უმრაველობის მიერ შემოთავაზებულ იდეას ხმოსნების მიერ პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით კრიტიკულად უყურებენ.

 

ავტორი: ნოდარ მელაძე 

დღის ამბები