25 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს - გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში მომხდარ შემთხვევაზე

საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს.

"ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.

"სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში, ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ," - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

დღის ამბები