19 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
"სხვა შეიარაღებული ძალები" - პროექტში ოპოზიცია სახიფათო ტენდენციებს ხედავს

ქვეყნის პირველმა პირმა მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მიმართა და უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რეგიონში ჰიბრიდული ომის საშიშროების და ოკუპაციის პირობებში, უშიშროების საბჭოს ჩანაცვლება თავდაცვის საბჭოთი, რომელიც ქმედუნარიანი მხოლოდ ომის შემთხვევაშია, არაადეკვატურია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს გაუქმების გარდა, კონსტიტუციის პროექტში სხვა რისკებსაც ხედავენ. დისკუსია დღეს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სხვა შეიარაღებული ძალების ჩანაწერზე გაიმართა. უშიშროების საბჭოს მდივანი არ გამორიცხავს, რომ დანაყოფი შესაძლოა აქციების დასაშლელად გამოიყენონ.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სხვა შეიარაღებულ ძალებში უფრო სახიფათო ტენდენციას ხედავს. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დღეს მხედრიონის შექმნის მცდელობაზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე ერთადერთი იყო მმართველი გუნდიდან, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში ოპონენტების არგუმენტებს პასუხობდა. უმრავლესობის ფრაქციის ლიდერი პრეზიდენტის უფლებების შეკვეცას გამორიცხავს და უშიშროების საბჭოს გაუქმებაში პრობლემებს ვერ ხედავს.

 

დღის ამბები