24 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის განხილვა და ხმაური ახალციხეში

საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს დღეს ახალციხეში განიხილავდნენ. ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე არც დღევანდელ შეხვედრას ჩაუვლია და უთანხმოების მიზეზი ცვლილებების პროექტთან ერთად, დარბაზში და მიკროფონთან ადგილების დაკავება იყო.

შენობაში შეკრებილები და სცენაზე მყოფი პოლიტიკოსები კვლავ ერთმანეთის არგუმენტებს და პრეტენზიებს ისმენდნენ. ოპოზიციონერის კრიტიკის მიზეზი დარბაზში შეხვედრაზე მისული თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ. პრეტენზიები პარლამენტის თავმჯდომარემ პროვოკაციად შეაფასა.

თუმცა, დარბაზში დღეს ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვედრა დაატოვებინეს.

საყოველთაო სახალხო განხილვების გარდა, საკონსტიტუციო ცვლიბებზე მსჯელობა მალე ბერლინში, კომისიის წევრებს, ექსპერტებსა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შორის შედგება.

ამავე თემაზე
დღის ამბები