25 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
EPP "ენმ"-ის ახალგაზრდული ფრთისა და პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდა

ევროპის სახალხო პარტია ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთისა და პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა ლექცია წაიკითხა და საქართველოს ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

„ევროპული კვირეულიდან გამომდინარე მე ვისაუბრებ ევროკავშირზე, საქართველოს ინტეგრაციაზე, თუ როგორ ვხედავთ ნაბიჯებს, რომლებსაც დგამთ ევროკავშირისკენ, ასევე ჩრდილოატლანტიკურ კავშირებზე ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან. სწორედ ამ საკითხებს შევეხები, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მოვიყვან ჩემი ქვეყნის მაგალითსაც, რადგან ჩვენც გავიარეთ ეს პროცესი. ყოველთვის ყველაფერი კარგად არ იყო, თუმცა საბოლოოდ ევროპა იყო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის და ახლა ხალხი უკეთ ცხოვრობს," - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა, პაულო რაჟერმა.

დღის ამბები