19 აპრილი 2024,   09:51
ვრცლად
მმართველი გუნდის მორიგი თავდასხმა პრეზიდენტზე - ოპოზიცია კრიტიკას არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის კრიტიკას დღეს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდანაც. ეკა ბესელიამ მარგველაშვილი იმ განცხადებების გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მეთაური კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას ეწინააღმდეგება.

ბესელია შეეცადა აეხსნა, რომ ცვლილება გიორგი მარგველაშვილთან ქართული ოცნების დაპირისპირებას არ უკავშირდება. გიორგი მარგველაშვილისთვის გაუგებარია, რა არის უმრავლესობის წევრების განცხადებების საფუძველი.  

უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების საფუძველი, მარგველაშვილთან ქართული ოცნების დაპირისპირებაა.

პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები მხოლოდ გიორგი მარგველაშვილს უკავშირებენ.

ერთ-ერთი არგუმენტი, რითაც მმართველი გუნდი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას ასაბუთებს, არჩევნების დროს საბიუჯეტო ხარჯია. ეკა ბესელიას თქმით, საკამოდ დიდი თანხა იხარჯება, როგორც პრეზიდენტის არჩევნების დროს, ისე საპრეზიდენტო ინსტიტუტის დასაფინანსებლად, რაც მისივე თქმით, გაუმართლებელია.

დღის ამბები