მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა. ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პოლოლიკაშვილი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს.
ზურაბ პოლოლიკაშვილი ასევე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლოლიკაშვილის დანიშვნა მსგავს თანამდებობაზე პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი აირჩიეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე.
საქართველოს პრემიერმინისტრმა Twitter-ზე საქართველოს ელჩს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანად დანიშვნა მიულოცა.
-
Another success for #Georgia! Congratulations to @pololikashvili who was elected as Secretary General of World Tourism Organization @UNWTO pic.twitter.com/61JgSn9i4s
— Giorgi Kvirikashvili (@KvirikashviliGi) May 12, 2017