18 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
ყველას ერთად მოგვეჭრა თავი, როდესაც პრემიერი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდნენ ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

”წარსულმა გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ უარყოფითი გავლენა ამ წლების განმავლობაშიც ჰქონდა პირდაპირ არჩევნებს, მათ შორის უფლებამოსილებათა განაწილებაზე. ყველას ერთად, მთელ ქვეყანას მოგვეჭრა თავი, როდესაც პრემიერი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდნენ ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ზუსტად ეს პირდაპირი ლეგიტიმაცია ანუ დისბალანსი ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებას შორის,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სისტემისთვის უმჯობესია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ირჩეოდეს, რადგან, მისივე განცხადებით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ზეპარტიული პრეზიდენტის არჩევა. 

„შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში, რომ ხელმოწერა იყო პრემიერის პრეროგატივა. მაშინ პრემიერს უნდა მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებაზე და ერთადერთი არგუმენტი, რასაც ხელოვნურად იყენებდნენ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის ე.წ. ექსპერტები, იყო პირდაპირი არჩევნები. ისინი ამბობდნენ, რომ კი ბატონო, კომპეტენცია პრემიერის არის, მაგრამ პრეზიდენტი არის პირდაპირ არჩეული და მან უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების შეთანხმებას. ასეთმა მაგალითებმა გვაჩვენა, რომ დისბალანსში ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებას შორის არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ თუ გვინდა, ეს პრობლემები გამოვრიცხოთ და მივიღოთ ყველაზე დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ასეთ დროს უმჯობესია, ჩავატაროთ არაპირდაპირი არჩევნები,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები