საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თელავში დასრულდა. თელაველების ნაწილი ითხოვს, რომ თელავს, როგორც თვითმმართველ ქალაქს, სტატუსი არ გაუუქმდეს.
ადგილობრივებს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.
„უმჯობესია სისტემის ფუნქციონირება, როგორც იყო თავის დროზე. რაც შეეხება იმ პრაქტიკას, როდესაც გუბერნატორი თავზე აჯდა, უკაცრავად ამ ტერმინისთვის, თვითმმართველობას, ეს პრაქტიკა დღეს აღარ არის ჩამოყალიბებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.