20 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
"თავისუფალი საქართველო" ზუგდიდში თამბაქოს საწყობში მომხდარ აფეთქებას "მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტად" აფასებს

პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერებმა 7 მაისს ზუგდიდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთეს. სამეგრელოში მომხდარ აფეთქების შედეგად 1 პირი, ბესიკ ჯგუშია, გარდაიცვალა.

თენგიზ ჯგუშიას ინფორმაციით, თამბაქოს საწყობში მომხდარი აფეთქება არა უბედური შემთხვევა, არამედ მიზანმიმართული ტერორისტული აქტი იყო. ოპოზიცური პარტიის წევრი არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ვიდეოჩანაწერები წაშალოს.

„ჩვენ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია არათუ მტკიცებულებები ოფიციალური და ექსპერტიზის დასკვნა, არამედ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ განცხადებაც არ გაუკეთებია შსს-ს ზეპირად. თუმცა, ზეპირი განცხადება საკმარისი არ იქნებოდა, ეს არის ერთი. მეორე არის ის, რომ არის გარკვეული მოტივაცია, რომ დაემთხვა ეს ყველაფერი გუბერნატორის და ადგილობრივი ხელისუფლების ძალიან მწვავე კრიტიკას იმ ადამიანების მიერ, რომელიც დაკავშირებული არის გარდაცვლილთან,“ - განაცხადა კახა კუკავამ. 

დღის ამბები