20 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზში" სასამართლოს თანხმობით სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა

გარემოსდაცვითი დარღვევების გამო ჯორჯიან მანგანეზში, სასამართლოს თანხმობით, სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა. ინიციატორი გარემოს დაცვის სამინისტრო იყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ არაერთი ჯარიმისა და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად მიცემული ვადების მიუხედავად, კომპანია კანონდარღვევას კვლავ განაგრძობდა, რაც ბოლო დათვალიერების შედეგადაც დადასტურდა.

სამინისტროს განმარტებით, სახალხო დამცველმა კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერებაც მოითხოვა, თუმცა უწყებამ საწარმოო პროცესის შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად ამ ნაბიჯზე უარი თქვა.

კომპანიისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჯორჯიანმანგანეზში და მის გასაჩივრებას გეგმავენ.

დღის ამბები