სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 1966 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე დააკვეს.
დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 12,6 კგ. ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.