19 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა. ვაჟიკო ჩაჩხიანის პროექტმა "ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" დამთვალიერებლების მოწონება დაიმსახურა.

ხელოვანის ინსტალაციის მთავარი ნაწილი ძველი იმერული ოდაა, რომელსაც პროექტის ავტორმა ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია.

ვაჟიკო ჩაჩხიანის პროეტი ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში არსენალეზეა განთავსებული.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

დღის ამბები