25 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
დონალდ ტრამპი FBI-ის ყოფილ დირექტორს აფრთხილებს, რომ მედიისთვის ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავოს

FBI-ის დირექტორის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომის საჯაროდ ტვიტერის სოციალური ქსელიდან მიმართა და გააფრთხილა, რომ მედიისთვის ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავოს.

ტრამპმა კვლავ ფარსი უწოდა მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან კავშირებზე მიმდინარე გამოძიებას და მედიასაშუალებებიც გააკრიტიკა, რომელიც ტრადიციულად დეზინფორმაციის გამავრცელებლად მოიხსენია.

ამერიკული მედია წერს, რომ  FBI-ის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის მიზეზი ის გახდა, რომ მან პრეზიდენტს ლოიალურობაზე უარი უთხრა. ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, ჯეიმს კომი ამ იანვარში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტს მხოლოდ სამუშაოს პატიოსნად და სამართლიანად შესრულებას დაჰპირდა, თუმცა ისიც უთხრა, რომ რუსულ კავშირებზე მის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობდა. ეს ინტერვიუში დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.

დონალდ ტრამპისა და  FBI-ის ყოფილი დირექტორის დაპირისპირების გარდა, საერთაშორისო მედიის განხილვის მთავარ თემად რჩება ტრამპისა და ლავროვის ორი დღის წინანდელი შეხვედრაც. 

დღის ამბები