20 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
დაკავება მოსკოვში - პოლიციამ 11 ადამიანი კონსტიტუციის ხმამაღლა კითხვის გამო დააპატიმრა

მოსკოვის წითელ მოედანზე პოლიციამ, სულ მცირე, 11 ადამიანი დააკავა. მოქალაქეების დაკავების მიზეზი კი კონსტიტუციის ხმამაღლა წაკითხვა გახდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. აქტივისტებს შორის ილდარ დადინიც იყო, რომელიც არაერთხელ დაუკავებიათ ქვეყანაში არსებულ მკაცრ კანონების გაპროტესტების გამო.

დადინმა საინფორმაციო სააგენტო TASS-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაკავებამდე 10 წუთით ადრე პოლიციამ მათ კონსტიტუციის ხმამაღლა წაკითხვის შეწყვეტისა და დაშლისკენ მოუწოდა.  

დღის ამბები