18 აპრილი 2024,   23:21
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს პარტიებთან ალიანსსა და დესტრუქციული ქმედებების დაგეგმვაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან ალიანსში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მარგველაშვილი ზეპარტიული პრეზიდენტი არ არის. ეს განცხადებები ირაკლი კობახიძემ მცხეთაში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვაზე გააკეთა. 

„მოქმედი პრეზიდენტი არ არის ზეპარტიული პრეზიდენტი. პარტიის წევრი არ არის, თუმცა პირდაპი ვიცით, რა ალიანსშია მოქმედი პრეზიდენტი და ვისთან ერთად გეგმავს, მათ შორის, გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. ეს არის ოპოზიციური სპექტრი, დაწყებული ნაციონალური მოძრაობიდან და დამთავრებული პატრიოტთა ალიანსით. ამ პოლიტიკურ პარტიებთან პირდაპირ ალიანსშია, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება კონსულტაციები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები