25 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია - სახელმწიფოს ლიდერის რანგში მაკრონმა მოსახლეობას პირველად მიმართა

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია ტრადიციულად ელისეს სასახლეში გაიმართა.

პროტოკოლის თანახმად, ემანუელ მაკრონი, პრეზიდენტის რეზიდენციაში წინამორბედთან შესახვედრად მივიდა. ფრანსუა ოლანდი მემკვიდრეს სასახლის შესასვლელში დახვდა და ახლადარჩეული პრეზიდენტს მისი სამუშაო კაბინეტში აუდიენციაზე მიიპატიჟა.

სახელმწიფოს ლიდერის რანგში ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას პირველად მიმართა. საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა ევროპულ მომავალზე უარს არ იტყვის და მსოფლიოს კი ძლიერი საფრანგეთი სჭირდება.

მთავარი გამოწვევა რომელსაც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა უპასუხოს უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი და ტერაქტების ფონზე არსებული საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო.

 

დღის ამბები