25 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
თუშეთში, ზვავში მოყოლილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თუშეთში, ზვავში მოყოლილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც რუსთავი 2-ის კორესპონდენტს ადგილზე განუცხადეს, პეტრე ბუჯაიძე თელავის რაიონის სოფელ ლალიყურში ცხოვრობდა. ის თუშეთში გზის გაწმენდით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. 

ფოტო:არქივი.

დღის ამბები