შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ყოფილ მთავარ პროკურორთან სამინისტროს წარმომადგენლების გუშინდელ ვიზიტს აფასებს. შალვა ხუციშვილის განცხადებით, ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან შსს-ს თანამშრომლების ვიზიტი მთავარი აუდიტორის ცემის ფაქტთან არ არის დაკავშირებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს 40 ათასი ადამიანი და შეიძლება ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა. ეს არ არის დაკავშირებული, მე რამდენადაც ვიცი, მიმართეთ პრესსამსახურს და გეტყვიან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არ არის დაკავშირებული, რაღაც საგამოძიებო მოქმედებებთან,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.