25 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსმა" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები დიპლომატიურ კორპუსს გააცნო

პატრიოტთა ალიანსმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები დიპლომატიურ კორპუსს გააცნო. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის მთავარ კანონში ინიცირებული ცვლილებები, მმართველი პარტიის ინტერესებზეა მორგებული.

„მე დავიტოვე იმედი, რომ შედგება დისკუსია უმრავლესობასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ხელისუფლება შეცვლის ბონუსის წარმოდგენილ სისტემას, რაც არის ანტიდემოკრატიული. ჩვენ დღეს შევხდით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გავუზიარეთ ჩვენი ხედვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

დღის ამბები