19 აპრილი 2024,   07:56
ვრცლად
"დაიცავი კონსტიტუცია" - "ენმ"-ის ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია გამართა

მოძრაობა დაიცავი კონსტიტუციას ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გამართა. პარტიის წევრები პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, შემოთავაზებული კონსტიტუციის პაკეტი საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება.

„დღეს ამ ცვლილებებით, ქართული ოცნება ცდილობს დააკანონოს არაფორმალური მმართველობა და უარი თქვას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების გზაზე,“ - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ლაგვილავამ.

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე ბიძინა ხერხეულიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს საზოგადოების მხრიდან უკიდურესად მკაცრი პასუხი გაეცემა.  

დღის ამბები