კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC - საქართველოს პრეზიდენტი კობა თურმანიძე აღნიშნავს, რომ პარტიებს შორის არცერთი პარტია მკვეთრი ლიდერი არ არის. მან ასევე განაცხადა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა სახელმწიფო ინსტიტუტებს ნაკლებ ნდობას უცხადებს და ასევე სკეპტიკურად არის განწყობილები სასამართლოს მიმართ.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, მისი პარტია ყველა კვლევის მიხედვით, მთავარ ოპოზიცურ ძალად სახელდება.
ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პროცენტული მონაცემების მიუხედავად პარტიას სამუშაო ძალიან ბევრი აქვს.
მმართველი გუნდი კი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს. მათ შორისაა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი. მისი თქმით, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები რეალობას არ ასახავს.
საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 ათას 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.