19 აპრილი 2024,   18:29
ვრცლად
„ამ ადამიანის გარდაცვალება იყო გამოწვეული მაშინდელი შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიზეზით," - ოქრუაშვილი გირგვლიანის საქმეზე საუბრობს

სასამართლო პროცესი, სადაც პირველად მისცა ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, დასრულებულია. საქმე ეხება სააკაშვილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. ბრალდების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულებს შეწყალებას დაჰპირდა.

ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, სააკაშვილი დანაშაულის საქმის კურსში იყო, თუმცა სრული სიმართლე მაშინ პოლიტიკური მოსაზრების გამო არ გასაჯაროვდა. ოქრუაშვილმა დაადასტურა პროკურატურის პოზიცია, რომ სააკაშვილი საქმეზე დაკავებულ პირებს შეწყალებას ჰპირდებოდა.

„ამ ადამიანის გარდაცვალება იყო გამოწვეული მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიზეზით და შინაგან საქმეთა მინისტრის უშუალო მონაწილეობით. სააკაშვილი საქმის კურსში იყო სრულად აბსოლუტურად ამ საქმესთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

დღის ამბები