სლოვაკეთი ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს მხარს დაუჭერს. საქართველოს ინეტრესების დაცვა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ანდრეი კისკას სთხოვა.
მედიისათვის განცხადებები ანდრეი კისკამ და გიორგი მარგველაშვილმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.