18 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
ბალისტიკური რაკეტა - ჩრდილოეთ კორეა ახალი რაკეტის გამოცდას წარმატებულს უწოდებს 

ჩრდილოეთ კორეა ახალი რაკეტის გამოცდას წარმატებულს უწოდებს და ირწმუნება რომ მას დიდი ზომის ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. ახლად შექმნილი ბალისტიკური რაკეტა გუშინ გამოსცადეს, მან ნახევარი საათი იფრინა და 2 ათასი კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.

ბოლოს კი იაპონიის ზღვაში რუსეთის საზღვართან ახლოს ჩავარდა. ტესტს პირადად ხელმძღვანელობდა ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

სამხრეთ კორეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გამოცდას უგუნური პროვოკაცია უწოდა. იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა კი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვეს, რომელიც ხვალ გაიმართება.

დღის ამბები