19 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
უმართავი პროცესები ფილარმონიაში - სიტყვიერი დაპირისპირება და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლილი განხილვა

„ვთხოვ ახალგაზრდა კომუნისტებს, რომ 2 ათას 500 კაცს სცენ პატივი,“ - პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების შემდეგ ფილარმონიაში პროცესები უმართავი გახდა. ირაკლი კობახიძისგან ეს პასუხი აუდიტორია 115-ისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ შრომითი უფლებების დაცვისთვის კონსტიტუციაში მეტი გარანტიები მოითხოვეს.

ბრალდებების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაშლილად გამოაცხადა და ფილარმონიის სცენა დატოვა. აუდიტორია 115-ის წევრებმა სცენისკენ გადაინაცვლეს და ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. დარბაზში შეკრებილებს შორის არაერთხელ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც.

აუდიტორია 115-ისა და პროფკავშირების ქმედებები, პროვოკაციად შეაფასა უმრავლესობამ, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერებმა არ დააკონკრეტეს ვისი მხრიდან იმართებოდა დარბაზში პროცესები და საიდან ჰქონდათ ინფორმაცია წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე.

ევროპული საქართველო კი დღეს ჩაშლილ შეხვედრაში საზოგადოების რამდენიმე გზავნილს ხედავს. პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო პლებისციტის ჩატარებას ითხოვს.

 

დღის ამბები