18 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი - მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი მალე გაირკვევა

ყოფილი მთავრი პროკურორსა და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთია, რომელიც თბილისის მერიამ ოთარ ფარცხალაძეს გადაუცვალა.

ნუცუბიძის 77 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ამ ადგილზე მრავალსართულიან კორპუსებს მალე ყოფილი მთავარი პროკურორი, ააშენებს. ადგილობრივები მერიისგან ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვდნენ, ახლა კი ამავე ტერიტორიაზე ფარცხალაძე ოთხ 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვას ითხოვს.

ფარცხლაძის მოთხოვნა და პროექტი მერიაში განხილვის ბოლო ფაზაშია. შესაბამისი დოკუმენტაცია დღეს ნაციონალურ მოძრაობაში გაასაჯაროვეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ფარცხალაძე მერიაში საკუთარი გავლენით ვაჭრობს. ქალაქის მერი კი ისე, რომ ჯერ აუდიტის დასკვნა არ უნახავს, აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გაცვლის პროცესში არანაირი დარღვევა არ მომხდარა.

ევროპულ საქართველოში კი კორუფციის აშკარა ნიშნებსა და კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

თბილისის მერიის და ოთარ ფარცხალაძის საეჭვო კავშირის შესახებ სკანდალური დასკვნა, რომელიც აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, მასთან ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირების მთავარი მიზეზია, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. პარალელურად, მალევე ცნობილი უნდა გახდეს, მერიის პასუხი ფარცხალაძის მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე. 

ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი

დღის ამბები