19 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის პრეზიდენტი მშობლიურ ქალაქში უმასპინძლებს

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. დღეს გიორგი მარგველაშვილს, პირველ ლედისთან ერთად, სლოვაკეთის პრეზიდენტი მშობლიურ ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლებს.

პრეზიდენტები ტატრას მთაზე სამთო-სათხილამურო კურორტს დაათვალიერებენ.

მანამდე კი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტის, ანდრეი კისკას, სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

სლოვაკეთში შეხვედრებს მართავს საქართველოს პირველი ლედიც. მაკა ჩიჩუა ბავშვთა ფსიქოლოგიური განვითარების სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა.  დაათვალიერა თანამედროვე ხელოვნების გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები.

დღის ამბები