25 აპრილი 2024,   04:22
ვრცლად
თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არის მცდარი - ფარცხალაძის ადვოკატი

"რეალობა აბსოლუტურად სულ სხვაა, ხოლო თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არის მცდარი, რაც დასტურდება ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით," - ეს განცხადება ოთარ ფარცხალააძის ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვნმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ადვოკატმა დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღავანელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. 

"ერთ-ერთი თვითმხილველი პირის ჩვენების ციტირებით, ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა მოხდა რეალურად 2017 წლის 12-13 მაისს კაფე-ბარ ელ ცენტროში, რა ინციდენტის მომსწრე გახდა, გამოკითხული პირი განმარტავს, რომ ის, რაც მან ნახა საკუთარი თვალით, მას ინციდენტსაც ვერ უწოდებს, რადგან ყველაფერი დაიწყო და გრძელდებოდა რამდენიმე წამის განმავლობაში ისე, რომ აღნიშნულ ინციდენტში ბატონ ოთარ ფარცხალაძეს მონაწილეობა არც კი მიუღია,“ - განაცხადა ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა. 

დღის ამბები