25 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
რეგიონში უსაფრთხოების გარემო უარესდება შავი ზღვის ზოლზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ასვე ყირიმის გათვალისწინებით - გიორგი მარგველაშვილი

უსაფრთხოება შავ ზღვაში, როგორც ევროპული სტაბილურობის ქვაკუთხედი - საქართველოს პრეზიდენტმა ბრატისლავაში კომენიუსის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან ევროპის განვითარებასთან დაკავშირებით შავი ზღვის რეგიონის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლექციის შემდეგ კომენიუსის უნივერსიტეტის პრორექტორმა გიორგი მარგველაშვილს საპატიო სტუმრის მედალი გადასცა. პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებსაც გაესაუბრა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა სლოვაკეთთან, არა მარტო ორმხრივ დონეზე, ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ პროცესშიც საერთო დღის წესრიგი გვაქვს. ამ პროცესში ძალიან საინტერესოა ის, რაც ახლა ხდება და მოხდება შავ ზღვაზე, ჩემი ქვეყანა კი ამ რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. რეგიონში უსაფრთხოების გარემო უარესდება შავი ზღვის ზოლზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ასვე ყირიმის გათვალისწინებით. ჩვენ ვცდილობთ, გადაჭრის გზები მოვძებნოთ და შესაძლოა, გარკვეულ კითხვებზე პასუხები იყოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც, რომ მოვძებნოთ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის გზები რეგიონში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები