19 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
მესამე სექტორი საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური იმედოვნებს, რომ მოქალაქეების აქტიურობისა და ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, მმართველი გუნდი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს შეცვლის.

„მე ვფიქრობ, რომ შანსი არის მოქალაქეების მხრიდან ზეწოლის და ასევე ვენეციის კომისიასთან ეფექტური კომუნიკაციის შემდეგ, რომ გარკვეული ცვლილებები საარჩევნო სისტემაში შევიდეს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, როდესაც მან განსხვავებული აზრის მქონე აქტივისტებს „კომუნისტებად“ მოიხსენია, აკრიტიკებს.

„საკუთარი აქტივისტები და საჯარო მოხელეები რას იტყვიან, ეს ადვილი გამოსაცნობია, რა თქმა უნდა, პარტიულ აქტივისტებს აქვთ უფლება, რომ იცნობდნენ, რა წერია კონსტიტუციაში, მაგრამ ეს უნდა კეთდებოდეს პარტიულ ღონისძიებებზე და არა საერთო სახალხო განხილვებზე,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

რეგიონებში და თბილისში საყოველთაო განხილვების დასრულების შემდეგ შეხვედრები თემატურ ჯგუფებთანაც შედგება. ასევე, დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილებების ვენეციის კომისიის წევრებთან განხილვაც.

დღის ამბები