18 აპრილი 2024,   22:15
ვრცლად
დონალდ ტრამპმა Washington Post-ის ბრალდებას Twitter-ით უპასუხა

დონალდ ტრამპმა Washington Post-ის ბრალდებას Twitter-ის სოციალურ ქსელში უპასუხა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას რუსულ მხარესთან ინფორმაციის გაცვლის სრული უფლება აქვს.

ამერიკული მედია კი ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, და რუსეთის ელჩს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს შესახებ ისეთი საიდუმლოებები გაანდო, რომელთან წვდომაც არა მხოლოდ მოკავშირე ქვეყნებისთვის, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვისაც კი შეზღუდულია.

დღის ამბები